ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Bloomberg - თურქეთი მზად არის, უკრაინაში მშვიდობისმყოფელები გაგზავნოს

Bloomberg - თურქეთი მზად არის, უკრაინაში მშვიდობისმყოფელები გაგზავნოს

თურქეთი უკრაინაში მშვიდობისმყოფელების გაგზავნისთვის მზად არის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, აღნიშნული საკითხი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა როგორც უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრების დროს განიხილა.
ამავდროულად, წყაროების ცნობით, თურქეთი არ იქნება სამშვიდობო მისიის ნაწილი თუ ანკარას მსგავსი მისიის ფორმირების ყველა კონსულტაციასა და მომზადებაში არ ჩართავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.