Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7375 ლარად ივაჭრება - რა ღირს ეროვნული ვალუტა სავალუტო ჯიხურებსა და ბანკებში?

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7375 ლარად ივაჭრება. გუშინდელი გაუფასურების შემდეგ, პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7511 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ პარასკევს დადგენილი ოფიციალური კურსით კი 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7198ლარს შეადგენს.
განსხვავებულია ვალუტის კურსი კომერციულ ბანკებში. „თიბისი ბანკში“ - 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.8050 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.6850 ლარად. ევროს ღირებულება 3.0380 ლარია, ხოლო მის გაყიდვა 2.8930 ლარი. „საქართველოს ბანკში“ - 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.7900 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.6900 ლარად შეეძლებათ. ევრო 3.0300 ლარი ღირს, მისი გაყიდვა - 2.8970 ლარადაა შესაძლებელი.
რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებში დოლარის კურსს, ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2.7400-2.8000 ლარის ფარგლებში, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.6800- 2.7000 ლარად არის შესაძლებელი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.