ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Bloomberg - ვიქტორ ორბანის პარტიის წევრებმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების განხილვას ბოიკოტი გამოუცხადეს

ვიქტორ ორბანის პარტიის წევრებმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების განსახილველად დანიშნულ პარლამენტის სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
Bloomberg-ის ცნობით, ვიქტორ ორბანის პარტიის „ფიდესის“ წევრები უნგრეთის ოპოზიციის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირების განსახილველად მოწვეულ პარლამენტის სხდომას არ დაესწრნენ.
უნგრეთის პარლამენტს რატიფიცირების შემდეგი შესაძლებლობა 26 თებერვალს ექნება, როცა უნგრეთის პარლამენტი ზამთრის შესვენებიდან დაბრუნდება.
შეგახსენებთ, უნგრეთი ნატო-ს ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელსაც შვედეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება არ მოუხდენია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.