Bloomberg – ევროკავშირის ლიდერები უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას განიხილავენ

ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ პოტენციურ მოლაპარაკებებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას 6 მარტს დაგეგმილი შეხვედრის დროს განიხილავენ, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ამ განხილვამ აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც ვაშინგტონმა პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო რუსეთთან და საუბარში არ მონაწილეობენ არც და არც ევროპა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, სამიტი ასევე გახდება პლატფორმა უკრაინის სამომავლო უსაფრთხოებისა და პოტენციური ომისშემდგომი დარეგულირების შესახებ ევროკავშირის უფრო ფართო ხედვის გამოსახატავად. ლიდერები განიხილავენ, როგორი უნდა იყოს სამშვიდობო პირობები და რა ვალდებულებები აქვს ბლოკს.
გარდა ამისა, ევროკომისია აპირებს, რომ შეხვედრაზე კონტინენტის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერების გეგმა წარადგინოს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაპუნა ლოცულაშვილის ძმა – ძალიან ცუდადაა, დასტრესილია, ისეთი სიტყვებით მიმართავდნენ, ყველაფერზე შეეხნენ, რაც შეიძლება ვაჟკაცს დაუშავო, ფიზიკურადაც, მორალურადაც – ერთი, რაც მაინტერესებს: ჩემს ძმას მოუხსნან ბრალეულობა

დათო სიმონია: შსს-მ გორში რაც ქნა, ეგ არც გუშინ დაწყებულა და ვერც რამდენიმე პოლიციელის საჩვენებელი დასჯა უშველის. ეგაა სამთავრობო პოლიტიკა, რომელიც 2 წლის წინ, დედაქალაქის მთავარ გამზირზე დაკანონდა