Bloomberg – აშშ მზად არის, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის კონტროლი აღიაროს

აშშ მზად არის, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის კონტროლი აღიაროს, – ამის შესახებ­ ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ოკუპირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება კიდევ ერთი სიგნალია იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა რაც შეიძლება სწრაფად სურს.
ამასთან, წყაროების განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
გამოცემას თეთრ სახლსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კომენტარის გაკეთებაზე უარი განუცხადეს.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ აშშ-ის გეგმები უკრაინასთან შემდგომ განხილვას საჭიროებს და ევროპელი მოკავშირეები არ არიან მზად, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ნაწილად აღიარონ.
ამასთან, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება, თუ რუსეთი ბრძოლის დასრულებას არ დათანხმდება.
ცნობისთვის, მანამდე Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ხუთშაბათს პარიზში, აშშ-მა მოკავშირეებს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად წინადადებები წარუდგინა, რომლებიც ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებასა და ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უარის თქმას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა

ანდრეი სიბიგა: რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტზე – ეს პუტინის ტერორის “კაკუნია” ევროკავშირისა და ნატო-ს კარზე – რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან