Bloomberg: აშშ იმედოვნებს, რომ უკრაინაში აღდგომამდე მიაღწევენ საზავო შეთანხმებას

აშშ-ის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ უკრაინაში ცეცხლის ფართო მასშტაბით შეწყვეტის მიღწევა რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხერხდება, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი სულ უფრო აქტიურად ახორციელეს დარტყმებს უკრაინის ქალაქებზე და იმის სიგნალებს იძლევა, რომ არ ჩქარობს შეთანხმების მიღწევას, წერს Bloomberg-ი.
როგორც წყაროებმა უთხრეს სააგენტოს, თეთრი სახლი ცდილობს, საზავო შეთანხმების მიღწევას 20 აპრილისთვის (წელს ამ თარიღს ემთხვევა აღდგომა როგორც დასავლეთის, ისე მართლმადიდებელ ეკლესიებში). მაგრამ ვაშინგტონი აღიარებს, რომ, თუკი გავითვალისწინებთ მხარეების პოზიციებს შორის განსხვავებებს, ვადებმა შეიძლება გადაიწიოს.
უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში აშშ-ის ოფიციალური პირები ცალკე შეხვდებიან რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს. ეს პირველი ასეთი პარალელური შეხვედრები იქნება.
მოლაპარაკებებზე განიხილავენ 30-დღიანი საზავო შეთანხმების ტექნიკურ დეტალებს. შეთანხმება, რომლის ინიციატივითაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოვიდა, ითვალისწინებს დარტყმების შეწყვეტას ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე.
„იმედი მაქვს, რომ საკმაოდ მალე გვექნება ცეცხლის სრული შეწყვეტა,“ თქვა ტრამპმა პარასკევს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
რუსეთი მაქსიმალისტურ მოთხოვნებს აყენებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თაობაზე. მათ შორისაა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეწყვეტა, შენიშნავს Bloomberg-ი.
სააგენტოს წყაროების თანახმად, თეთრი სახლი ჯერჯერობით არავითარ შეზღუდვას არ დათანხმებულა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?