BLACK FRIDAY საქართველოში: რა ფასდაკლებებს გვთავაზობენ მაღაზიები?

Black Friday-ის კვირეულთან დაკავშირებით, ქართული კომპანიები მომხმარებლებისთვის ფასდაკლებს აანონსებენ. ფასდაკლება ვრცელდება თითქმის ყველა კატეგორიის ნივთზე, რაც ქართულ ბაზარზე იყიდება.
სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი შავ პარასკევთან დაკავშირებით 𝗠𝗮𝘀𝘁𝗲𝗿𝗰𝗮𝗿𝗱-თან ერთად 300 საჩუქარ გაათამაშებს.
“საჩუქრის მიღება მარტივია – მოდი 24 ნოემბერს ისთ ფოინთში ისევე, როგორც ყოველ შავ პარასკევს, აღმოაჩინე ფასდაკლებები შენთვის სასურველ ნივთებზე და გადაიხადე 𝗠𝗮𝘀𝘁𝗲𝗿𝗰𝗮𝗿𝗱-ის ბარათით.
წარადგინე ინფო ცენტრში ჯამურად 𝟯𝟬𝟬₾ ქვითარი, დაატრიალე ბორბალი და 𝟯𝟬𝟬 საჩუქრიდან 𝟭 ნამდვილად შენია!
საჩუქრებით სავსე შავ პარასკევს წარმოგიდგენთ 𝗘𝗮𝘀𝘁 𝗣𝗼𝗶𝗻𝘁 𝗫 Mastercard” – წერს ისთ ფოინთი.
თბილისი მოლში Black Friday-ზე შესაძლებელია ისარგებლოთ მაღაზიების ფასდაკლებებით და ღამე ვაჭრობით 24-25 ნოემბერს, 10:00 – 01:00 საათამდე.
City Mall ზრდის სამუშაო საათებს, მომხმარებელს 70%-მდე ფასდაკლებას და ასევე, ღამე ვაჭრობას სთავაზობს. სავაჭრო ცენტრი 24 ნოემბერს – 10:00-00:00 საათამდე, ხოლო 25-26 ნოემბერს – 10:00 – 23:00 საათამდე იმუშავებს.
ტანსაცმლის ბრენდები
20-დან 25 ნოემბრის ჩათვლით ჯოვანი მორა -15%-დან 50%-მდე ფასდაკლებას თითქმის სრულ კოლექციაზე გთავაზობთ.
20-27 ნოემბერს Mango 50%-მდე ფასდაკლებას აანონსებს მხოლოდ შერჩეულ კოლექციაზე.
22-27 ნოემბერს Women’s secret გთავაზობთ 35%-იან ფასდაკლებას სრულ კოლექციაზე.
21-27 ნოემბერს LEE COOPER გთავაზობთ 50%-მდე ფასდაკლებას სრულ კოლექციაზე.
17-30 ნოემბერს OVS Georgia გთავაზობთ 50%-მდე ფასდაკლებას შერჩეულ კოლექციაზე.
ადრეული აქციები, რომელიც 60%-მდე ფასდაკლებას გულისხმობს, LC WAIKIKI-ში უკვე დაწყებულია.
21-22 ნოემბერს, Dressup.ge-ზე ონლაინ ექსკლუზივის კატეგორიაზე, შეგიძლია ისარგებლო დამატებით 40%-იანი ფასდაკლებით ჯამში, მინიმუმ 500-ლარიან კალათაზე.
17-26 ნოემბერს Felino – milano / ფელინო – მილანო გთავაზობთ 50%-იან ფასდაკლებას სრულ კოლექციაზე.
23 ნოემბრის ჩათვლით INTIMISSIMI აანონსებს 50%-იან ფასდაკლებას შერჩეულ მოდელებზე.
23 ნოემბრის ჩათვლით Calzedonia-ში 50%-იანი ფასდაკლებაა შერჩეულ მოდელებზე.
20-26 ნოემბერს ისარგებლეთ 40%-მდე ფასდაკლებით Sense Concept Store-ის ტანსაცმლის, აქსესუარების და სახლის ნივთების შერჩეულ კოლექციებზე.
𝐁𝐥𝐚𝐜𝐤 𝐅𝐫𝐢𝐝𝐚𝐲-თან დაკავშირებით, 27 ნოემბრის ჩათვლით Beauty Success Georgia გთავაზობთ 60%-მდე ფასდაკლებას
საიუველირო მაღაზიები
20-26 ნოემბერს TI’ME Georgia გთავაზობთ 20%-იან ფასდაკლებას პირველ, 25%-იან ფასდაკლებას მეორე და 60%-მდე ფასდაკლებას შერჩეულ კოლექციაზე
Delfos Jewellery • დელფოსი აანონსებს 50%-იან ფასდაკლებას ბრილიანტის, ოქროსა და ვერცხლის სამკაულების ახალ კოლექციაზე, ხოლო 30%-იან ფასდაკლებას პრემიუმ ბრენდებზე
26 ნოემბრის ჩათვლით Trésor • ტრესორი გთავაზობთ 50%-მდე ფასდაკლებას
პარფიუმერიისა და თავის მოვლის მაღაზიები
20-26 ნოემბერს Lutecia • ლუტეცია გთავაზობთ 60%-მდე ფასდაკლებას თითქმის სრულ ასორტიმენტზე
19-27 ნოემბერს Voulez-Vous • ვულე ვუ გთავაზობთ 60%-მდე ფასდაკლებას თითქმის სრულ ასორტიმენტზე.
16-26 ნოემბერს L’OCCITANE en Provence გთავაზობთ 30%-იან ფასდაკლებასა და საჩუქრებს.
20-26 ნოემბერს მინისო • Miniso კი 30%-იან, 50%-იან და 70%-იან ფასდაკლებებს შერჩეულ კოლექციაზე.
ავეჯი და სახლის აქსესუარები
ძველი სუფრა • Old Supra გთავაზობთ 30%-იან ფასდაკლებას პირველ, 40%-იან ფასდაკლებას მეორე, ხოლო 50%-იან ფასდაკლებას მესამე და ყოველ მომდევნო ნივთზე.
17-27 ნოემბერს Laboratory My Home – ლაბორატორია ჩემი სახლი გთავაზობთ 30%-იან ფასდაკლებას სრულ, ხოლო 50%-იან ფასდაკლებას წინა წლის კოლექციაზე.
17-27 ნოემბერს KARE Georgia – კარე საქართველო გთავაზობთ 30%-იან ფასდაკლებას სრულ, ხოლო 50%-იან ფასდაკლებას წინა წლის კოლექციაზე.
Comforter კი, აანონსებს 30%-იან ფასდაკლებას სრულ კოლექციაზე.
ტექნიკის მაღაზიებში ფასდაკლება ვრცელდება თითქმის ყველა კატეგორიის ტექნიკაზე: მობილურებზე, აქსესუარებზე, ტელევიზორებზე, სამზარეულოს ტექნიკაზე და ა. შ.
ფასდაკლებას 𝐁𝐥𝐚𝐜𝐤 𝐅𝐫𝐢𝐝𝐚𝐲-ს კვირეულის ფარგლებში აანონსებენ ალტა, ზუმერი, მეგატექნიკა და მეტრომარტი.
აფთიაქები
GPC 50%-იან ფასდაკლებას Black Friday-ს კვირეულში თითქმის ყველა კატეგორიის თავის მოვლის ბრენდებზე გთავაზობთ.
PSP-ში არის 50%-მდე ფასდაკლება და 2+1 აქციები ბავშვთა კვებასა და მოვლის საშუალებებზე 23 ნოემბრის ჩათვლით. ასევე, 26 ნოემბრის ჩათვლით პეესპეს მომხმარებელი დახარჯული თანხის მიხედვით საჩუქრად ვაუჩერებს მიიღებს. 50-%მდე ფასდაკლებაა კოსმეტიკურ ბრენდებსა და თავის მოვლის საშუალებებზეც.
PHARMADEPOT-ში დაგხვდებათ 50%-მდე ფასდაკლებები პირის ღრუს მოვლის, ბავშვთა კვების, კოსმეტიკის, თავის მოვლის ბრენდებზე.
ავერსი 50%-მდე ფასდაკლებას აანონსებს თავის მოვლის პროდუქტებზე. ამასთან, მომხმარებლებს სთავაზობს “ჩეკის განულების” აქციას, რაც გათამაშების პრინციპით შეძენილი პროდუქციის უფასოდ გადაცემას გულისხმობს.