არქივი24 დეკემბერი 2024, 17:38
Berkshire Hathaway-მ ფულადი სახსრები რეკორდულ 325 მილიარდ დოლარამდე გაზარდა

მილიარდერ უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანიამ Berkshire Hathaway-მ ფულადი სახსრების რაოდენობა რეკორდულ 325 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, იუწყება „CNBC, Oppenheimer-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
ფულადი სახსრების წილი კომპანიის მთლიან აქტივებში დაახლოებით 30%-ია - ყველაზე მაღალი 1990 წლიდან.
2024 წლის პირველ სამ კვარტალში Berkshire-მა გაყიდა 133 მილიარდი დოლარის ღირებულების პორტფელის კომპანიის აქციები, მათ შორის მისი ორი უდიდესი პორტფელის კომპონენტის – Apple Inc. და Bank of America Corp.–ის მნიშვნელოვანი ნაწილი.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.