ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"BEKO საქართველომ" საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი "ინდეზიტი" შეიძინა

"BEKO საქართველომ" საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი "ინდეზიტი" შეიძინა

საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის კომპანია „BEKO საქართველო“-მ ბრენდი „ინდეზიტი“ შეიძინა. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მეჰმედ მელექმა BMGTV-ის გადაცემაში „ანალიტიკა“ ისაუბრა.
„BEKO-მ ბოლო პერიოდში რამდენიმე დიდი ბრენდი შეიძინა, მათ შორის არის ტექნიკის ბრენდი “ინდეზიტი”. ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, უკვე მაისიდან BEKO-ს მაღაზიებში და იქ, სადაც ბეკოს პროდუქცია იყიდება, "ინდეზიტის" ტექნიკაც განთავსდება. აღსანიშნავია, რომ ინდეზიტის პროდუქცია წარმოდგენილი იქნება სრულიად განახლებულ დიზაინსა და ხარისხში,“ – განაცხადა მელექმა.
მისივე თქმით, “ინდეზიტის” პროდუქცია BEKO-ს სხვა პროდუქტებთან შედარებით 10-15%-ით ნაკლები ღირებულების იქნება, რაც მის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
„ვფიქრობთ, რომ ბაზარზე “ინდეზიტზე” საკმაოდ დიდი მოთხოვნა იქნება“, – აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის: კომპანია „BEKO საქართველომ“ საქართველოში საქმიანობა 1997 წელს, ბათუმში გახსნილი ერთი მაღაზიით დაიწყო. დღეს კი, მის ანგარიშზე ქვეყნის მასშტაბით 100-მდე სავაჭრო წერტილი და დაახლოებით 800 დასაქმებულია.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.