პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

BDO:მთავრობის გადაწყვეტილება მიუღებელია

BDO:მთავრობის გადაწყვეტილება მიუღებელია

აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO მთავრობის გადაწყვეტილებას 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი მიუღებლად მიიჩნევს. განცხადებაში რომელსაც კომპანია ავრცელებს აღნიშნულია, რომ კომპანიის თანამშრომლები გმობენ ძაალდობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.
"მიუღებლად მიგვაჩნია მთავრობის გადაწყვეტილება, არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლამდე. საქართველოს სვლა ევროპისკენ, რომელიც რეალური გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით გასულ დეკემბერში, არის ქართველი ხალხის ისტორიული ნება, რისთვისაც ის მთელი არსებობის განმავლობაში იბრძვის ევროპასთან ნამდვილი, ორგანული კავშირის უზრუნველსაყოფად, რომელიც გამოხატულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ჩვენ მკაცრად ვგმობთ სასტიკ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. დაუცველ პირებზე თავდასხმა, მათი დევნა, ცემა და სისასტიკე, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომელიც ისწრაფვის დემოკრატიისკენ."

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.