BBC, Reuters, Associated Press და „ფრანს-პრესი“ – ღაზაში ჟურნალისტებს შიმშილის საფრთხე ემუქრებათ

ღაზაში ჟურნალისტებს შიმშილის საფრთხე ემუქრებათ, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ოთხი წამყვანი საინფორმაციო სააგენტო, BBC, Reuters, Associated Press და „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
„ღაზაში მყოფი ჩვენი ჟურნალისტების გამო შეშფოთებულები ვართ, რომლებიც საკუთარი თავისა და ოჯახების გამოკვებას ვერ ახერხებენ. ეს დამოუკიდებელი ჟურნალისტები იმავე მძიმე ვითარების წინაშე დგანან, როგორშიც ის ადამიანები არიან, რომლებსაც ისინი აშუქებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
საინფორმაციო სააგენტოები ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ღაზაში ჟურნალისტების შესვლა დაუშვას.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ისრაელის ხელისუფლებას, რომ ღაზაში ჟურნალისტების შესვლა და ღაზადან მათი გამოსვლა დაუშვას. აუცილებელია, რომ იქ მყოფ ადამიანებამდე საკმარისმა საკვებმა მიაღწიოს“, – აღნიშნულია განცხადებაში

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”