BBC-სთვის ინტერვიუს მიცემის გამო სუსმა დაიბარა საიას თანამშრომლებიც

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, BBC-სთვის ინტერვიუს მიცემის გამო მათი თანამშრომლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ისინი მოითხოვენ გამოკითხვა სასამართლოში ჩატარდეს.
„ხაზგასმით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ საიას წარმომადგენლები BBC-თან მიცემულ ინტერვიუში ახმოვანებენ ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც ემყარება უფლებების დარღვევის შემთხვევების მონიტორინგს…
ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ გასცეს მკაფიო და დამაკმაყოფილებელი პასუხი კითხვაზე, რა ქიმიური საშუალებების გამოყენებით მოხდა აქციების დარბევა, სახელმწიფო ცდილობს პასუხისმგებლობა გადაიტანოს იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც ადამინის უფლებებს იცავავენ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
BBC-სთვის ინტერვიუს მიცემის გამო სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს:
· ზვიად მაისაშვილი – ახალგაზრდა კაცი, რომელსაც პოლიცია 2024 წლის 30 ნოემბრის ღამეს ფიზიკურად გაუსწორდა ;
· ექიმი კონსტანტინე (კოტე) ჩახუნაშვილი, რომლის კვლევაც ნახსენებია BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “