ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

BBC - მსოფლიოს მასშტაბით IT სისტემების მნიშვნელოვანი პრობლემები დაფიქსირდა - შეფერხებულია ბანკების, მედიასაშუალებებისა და ავიაკომპანიების მუშაობა

მსოფლიოს მასშტაბით მსხვილი ბანკები, მედიასაშუალებები და ავიაკომპანიები IT სისტემების მნიშვნელოვან შეფერხებებს განიცდიან, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სიდნეის აეროპორტში ფრენები შეჩერებულია, ფრენები შეწყვიტა United Airlines-მაც.
ბერლინის აეროპორტის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო რეგისტრაციასთან დაკავშირებით შეფერხებები აქვთ.
პრობლემა დაფიქსირდა ესპანეთში ყველა აეროპორტში.
„ჩვენ ვმუშაობთ მის მოგვარებაზე რაც შეიძლება მალე. ამასობაში ოპერაციები მექანიკური სისტემებით გრძელდება", - აცხადებენ ესპანეთის აეროპორტების ოპერატორ კომპანიაში.
გაერთიანებულ სამეფოში სარკინიგზო კომპანიები აცხადებენ, რომ „ფართო IT პრობლემებს განიცდიან“.
გავრცელებული ინფორმაციით, შეფერხებებს განიცდის ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის პლატფორმაც.
ამასთან, Sky News-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის ინფორმაციით, პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფა ვერ შეძლეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.