არქივი18 აპრილი, 2024, 04:52
BBC - მალიში ჰაერის ტემპერატურა 48 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა, ძლიერ სიცხეს სულ მცირე 102 ადამიანი ემსხვერპლა
დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ჰაერის ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა. BBC -ის ინფორმაციით, ადამიანის ქმედებების გამოწვეული კლიმატის ცვლილებების გამო გლობალურმა ტემპერატურამ 1.4 გრადუს ცელსიუსით მოიმატა, თუმცა აფრიკის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.
გამოცემის ცნობით, მალიში ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.
ქვეყანაში აპრილის დასაწყისიდან დღემდე მაღალ ტემპერატურას სულ მცირე 102 ადამიანი ემსხვერპლა.
მალის მეზობელ ქვეყანა, ბურკინა-ფასოში ძლიერი სიცხის შედეგად გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების გამო ათობით ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.