ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

BBC - ლიეტუვაში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, არის მსხვერპლი

BBC - ლიეტუვაში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, არის მსხვერპლი

ლიეტუვაში, ვილნიუსის აეროპორტის მახლობლად სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
თვითმფრინავი, რომელსაც DHL-ისთვის ესპანეთის სატვირთო ავიაკომპანია Swiftair-ი ახორციელებდა, საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩამოვარდა, როდესაც დასაშვებად ემზადებოდა.
პოლიციამ განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლში მყოფი 12-ვე ადამიანის უსაფრთხო ევაკუაცია განხორციელდა.
თვითმფრინავი გერმანიიდან, ლაიფციგის აეროპორტიდან აფრინდა და აფრენიდან, დაახლოებით, საათნახევრის შემდეგ ჩამოვარდა.
მიზეზი უცნობია და ლიტვის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.