ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

BBC: ისრაელმა ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ოფიციალურად აღიარა

BBC: ისრაელმა ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ოფიციალურად აღიარა

ისრაელმა დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ოფიციალურად აღიარა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბრიტანული ტელეარხის ცნობით, ეს განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა გააკეთა. კაცმა ამის შესახებ სიტყვით გამოსვლისას თქვა, როდესაც პირობა დადო, რომ ისრაელის სამიზნე იემენში „ჰუსიტების“ ხელმძღვანელები იქნებიან.
„როგორც ეს გავაკეთეთ ჰანიესთან, [იაჰია] სინვართან და [ჰასან] ნასრალასთან თეირანში, ღაზაში და ლიბანში, ისე გავაკეთებთ ჰოდეიდასა და სანააში“, – ციტირებს BBC კაცს.
ისმაილ ჰანიე 31 ივლისს თეირანში მოკლეს. „ჰამასის“ წარმომადგენელი ირანში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე იყო ჩასული. „ჰამასმა“ მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა, თუმცა ისრაელი მკვლელობასთან კავშირს არ აღიარებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.