ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

BBC - ისრაელის შეიარაღებული ძალები ქალაქ ღაზის მოსახლეობას მოუწოდებენ დასახლება დატოვონ და რეგიონის ცენტრალურ ნაწილში გადავიდნენ

ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელის შეიარაღებული ძალები ქალაქ ღაზის მოსახლეობას მოუწოდებენ დასახლება დატოვონ და რეგიონის ცენტრალურ ნაწილში გადავიდნენ. როგორც BBC წერს, გადასახლება 250 000-ზე მეტ ადამიანს ემუქრება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, ისრაელის მოწოდება შემაშფოთებელია, რადგან ის ათასობით ადამიანს საცხოვრებლის დატოვებისა და თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებს.
ევაკუაციის მოწოდებას ეხმაურება „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი ჰოსამ ბასდრანი. მისი თქმით, ისრაელი დაბომბვითა და სისხლისღვრით ცდილობს მოლაპარაკებების წინ „ჰამასზე“ ზეწოლა განახორციელოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.