BBC – დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი ანჯელა რეინერი ბინის შეძენის შემდეგ ქონების საკმარისი გადასახადის გადაუხდელობის გამო თანამდებობიდან გადადგა

დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი ბინის შეძენის შემდეგ ქონების საკმარისი გადასახადის გადაუხდელობის გამო თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, ანჯელა რეინერი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც აღიარა, რომ ჰოუვში მდებარე 800 000 გირვანქა სტერლინგად შეფასებული ბინის შეძენის შემდეგ ქონების საკმარისი გადასახადი არ გადაუხდია.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ანჯელა რეინერმა განაცხადა, რომ შეცდომაზე „სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რადგან ბინის შეძენისას გადასახადთან დაკავშირებით კონსულტაცია არ გაიარა“.
რეინერმა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის მოადგილის თანამდებობაც დატოვა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ რეინერის გადადგომა „ძალიან სამწუხროა“, თუმცა ის პარტიაში „მთავარ ფიგურად“ დარჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში