ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

BarcaTimes: "ბარსელონა" კვარაცხელიას 90-100 მილიონ ევროდ შეძენას იმედოვნებს

BarcaTimes-ის ცნობით, "ბარსელონა" "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული, მის აგენტს დაუკავშირდნენ და მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულების შემთხვევაში, ტრანსფერის 90-100 მილიონად განხორციელებას იმედოვნებენ.
"სელტას" ყოფილი თავდამსხმელი ალეკსანდრ მოსტოვოი მიიჩნევს, რომ კვარაცხელია "ბარსელონაში" უნდა გადავიდეს: "მჯერა, ხვიჩა "ბარსელონაში" აღმოჩნდება. მე თვითონ მინდა, ეს ასე მოხდეს. ვფიქრობ, ის ამისათვის მზადაა, რამეთუ კარგი დონისაა.
თუ 90-100 ევროზე ვისაუბრებთ, ეს საერთოდ გაუგებარია. საიდან მოდის ასეთი თანხები, არავის არ შეუძლია გაიგოს. ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებდი, ვინაიადან ბოლო 2-3 წელიწადში მსგავსი ტრანსფერები ვიხილეთ.
ხვიჩა ახალგაზრდაა.
აღარც ვილაპარაკებ, რომ პერსპექტიულია, რადგან კარგა ხანია ჩამოყალიბებული ფეხბურთელია. გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, სკუდეტო მოიგო და რაზეა საუბარი? მას მთელი საფეხბურთო ცხოვრება წინ აქვს".

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.