Azerbaijan Airlines-ი რუსეთის გარკვეულ ქალაქებში ფრენებს აუქმებს

ავიაკომპანიის პრესსამსახურის ცნობით, აზერბაიჯანის ავიახაზები (AZAL) აჩერებს ფრენებს რუსეთის კიდევ 3 ქალაქში – ვლადიკავკაზში, ნიჟნი ნოვგოროდსა და სარატოვში.
“უკვე გამოცხადებული სიის გარდა, 28 დეკემბრიდან შეჩერებულია ფრენები ვლადიკავკაზში, ნიჟნი ნოვგოროდსა და სარატოვში”, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე კომპანიამ შეაჩერა ფრენები ვოლგოგრადში, გროზნოში, მახაჩკალაში, მინერალნიე ვოდიში, სამარაში, სოჭსა და უფაში 25 დეკემბერს მომხდარი Embraer 190-ის ავარიის გამოძიების დასრულებამდე.
25 დეკემბერს ყაზახეთში, ქალაქ აქთაუს მახლობლად, AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, ჩამოვარდა.
ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ეკიპაჟის 5 წევრი.
კატასტროფის შედეგად, 38 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 29 გადარჩა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხომალდმა რამდენიმე წრე დაარტყა ჰაერში. ფრინველებთან შეჯახებისა და საჭის კონტროლის დარღვევების გამოვლენის შემდეგ, ეკიპაჟმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, თვითმფრინავი აქთაუს მიმართულებით გაემგზავრა გადაუდებელი დაშვებისთვის. თუმცა დაშვება ტრაგედიით დასრულდა.
ბაქოს დღევანდელი განცხადებით კი, თვითმფრინავის ნამსხვრევები და მოწმეების ჩვენებები იძლევა იმის საფუძველს, რომ ის ექვემდებარებოდა გარე ჩარევას.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე: საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი