არქივი11 დეკემბერი, 2025, 09:52
Axios: უკრაინამ აშშ-ს სამშვიდობო გეგმის საკუთარი ვერსია გადასცა

უკრაინამ ამერიკულ მხარეს სამშვიდობო გეგმის საკუთარი ვერსია გადასცა. ინფორმაციას Axios-ის კორესპონდენტი ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„უკრაინამ ოთხშაბათს ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის სამშვიდობო გეგმის უკანასკნელ პროექტს პასუხი გასცა. ამის შესახებ უკრაინელმა და ამერიკელმა ჩინოვნიკებმა მითხრეს“, – დაწერა მან.
ჟურნალისტს არ გაუმხელია, თუ რა მისწერეს უკრაინელებმა ამერიკელებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.