Axios: პუტინმა ტრამპს მკაფიოდ მიანიშნა უკრაინაში ახალი ტერიტორიების ოკუპაციის გეგმაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს, 14 ივლისს გამოაცხადებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ახალ გეგმას, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, არამედ შეტევით იარაღსაც. ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
ამერიკული გამოცემის წყაროთა თანახმად, დონალდ ტრამპს ეს გადაწყვეტილება მიაღებინა რუსეთის პრეზიდენტთან 3 ივლისს გამართულმა სატელეფონო საუბარმა, რომლის დროსაც პუტინმა მკაფიოდ მიანიშნა ომის ესკალაციის გეგმაზე.
როგორც Axios-ი წერს, პუტინთან საუბრიდან მალევე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს აცნობა, რომ პუტინს განზრახული აქვს მომდევო 60 დღის განმავლობაში მიმართოს ახალ ძალისხმევას ოკუპაციისთვის უკრაინის იმ რეგიონებში, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი პლაცდარმი აქვს.
ამერიკული გამოცემის წყაროთა თანახმად, ტრამპმა მაკრონს უთხრა რომ პუტინს ამ ყველაფრის წაღება სურს.
რუსეთის მიერ ამჟამად ნაწილობრივ ოკუპირებულია უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები.
ბოლო პერიოდია რუსეთის ჯარები ე.წ. ბუფერული ზონის შექმნის საბაბით ინტენსიურად უტევენ ხარკოვის, სუმის და დნეპროპეტროვსკის ოლქების სასაზღვრო რაიონებსაც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი