ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Axios - თეთრ სახლში ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისა და ფინანსთა მინისტრების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი განიხილეს

თეთრ სახლში ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისა და ფინანსთა მინისტრების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Axios-ის ცნობით, ოთხშაბათს, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასავლეთ სანაპიროზე უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ გვირისა და ფინანსთა მინისტრის, ბეზალელ სმოტრიჩის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ იმსჯელეს.
გამოცემა წერს, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ შეხვედრაში მონაწილე საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოების წარმომადგენლებს კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
ცნობისთვის, გუშინ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დადგენილება გამოსცა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელმა დასახლებების მეშვეობით პალესტინის ტერიტორიების დიდი ნაწილის ანექსია მოახდინა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.