Axios – აშშ-ში „შათდაუნის“ გამო ნატო-ს მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად შეძენილი ამერიკული იარაღის გადაცემა შეჩერებულია

აშშ-ში „შათდაუნის“ გამო, ნატო-ს მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად შეძენილი ამერიკული იარაღის გადაცემა შეჩერებულია, – ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ში მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო, ნატო-ს მოკავშირეებისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღის ექსპორტი დროებით გაჩერებულია.
„ეს ზიანს აყენებს როგორც ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, ასევე აშშ-ის ინდუსტრიას“, – განუცხადა გამოცემას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.
Axios-ის ცნობით, „შათდაუნმა“ დანიისთვის, ხორვატიისთვის და პოლონეთისთვის AMRAAM-ის ტიპის რაკეტების, Aegis-ის საბრძოლო სისტემებისა და HIMARS-ების გადაცემაზე გავლენა მოახდინა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი, რომელიც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების ნაწილის მუშაობის შეჩერებას ნიშნავს, 1-ელი ოქტომბრიდან გამოცხადდა. მიზეზი „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის ბიუჯეტის ახალ პროექტში ჯანდაცვის ხარჯებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა გახდა. მიმდინარე „შათდაუნი“ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: იტყვი რამეს და ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფას შეგტენიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში და ციხეში გაგიშვებენ. არადა როგორ გინდა არ თქვა?

გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს