ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Associated Press - სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის გემის მოსაგერიებლად, რომელმაც საზღვაო საზღვარი დაარღვია, გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა

Associated Press - სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის გემის მოსაგერიებლად, რომელმაც საზღვაო საზღვარი დაარღვია, გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა

სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების განცხადებით, დღეს დილით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო გემის უკან დასახევად, რომელმაც სადავო საზღვაო საზღვარი გადაკვეთა.
ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გემმა ჩრდილოეთის სასაზღვრო ხაზი სამხრეთ კორეის სასაზღვრო კუნძულ ბენგნიონგთან გადაკვეთა, მაგრამ უკან დაიხია მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის სამხედროებმა გაავრცელეს აუდიო გაფრთხილება და გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, განაცხადეს სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა.
ამ დროისთვის უცნობია, გახსნეს თუ არა ჩრდილოეთ კორეის ძალებმა საპასუხო ცეცხლი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.