Associated Press: აშშ და ევროკავშირი რუსეთისთვის ახალ სანქციებს განიხილავენ

ევროპელი ოფიციალური პირების გუნდი, დევიდ ო’სალივანის ხელმძღვანელობით, ორშაბათს, 8 სექტემბერს აშშ-ში რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის ახალი სანქციების განსახილველად ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ შეხვედრაში მონაწილეობას, სავარაუდოდ, თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის წარმომადგენლები მიიღებენ. ევროპული გუნდის შემადგენლობაში შედიან ენერგეტიკის, სანქციების, ფინანსური მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროებზე მომუშავე პირები.
მანამდე, აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესეტი, პარასკევს, ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო