Artemis 2-ის ასტრონავტებმა მთვარეს შემოუფრინეს და დედამიწაზე ბრუნდებიან

მისიამ Artemis 2 მოგზაურობის მიზანს მიაღწია. როგორც დაგეგმილი იყო, ეკიპაჟმა – აშშ-ის სამი ასტრონავტის (რიდ უაისმენი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი) და კანადელი ჯერემი ჰანსენის შემადგენლობით – მთვარესთან მინიმალურ მანძილზე, დაახლოებით 4 ათას კილომეტრზე ჩაიფრინა, დედამიწის თანამგზავრს გვერდი უკანა მხრიდან აუარა. ასტრონავტები ისტორიაში პირველი ადამიანები გახდნენ, ვინც მთვარის უკანა მხარე საკუთარი თვალით ნახეს. ისინი რელიეფის თავისებურებებს ფოტოებს უღებდნენ და აღწერდნენ.

ამასთან, Artemis 2-მა დედამიწიდან ადამიანების ყველაზე დიდი მანძილით დაშორების რეკორდი მოხსნა, რომელიც 1970 წელს Apollo 13-ის მიერ იყო დამყარებული.

მთვარის გარშემო შვიდსაათიანი შემოვლის წარმატებით დასრულების შემდეგ მისიამ დედამიწაზე დაბრუნება დაიწყო. ისინი პლანეტაზე 10 აპრილს დაბრუნდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია