არქივი25 აპრილი, 2025, 17:35
Apple, 2026 წელს გეგმავს 60 მილიონზე მეტი iPhone-ის აწყობის ჩინეთიდან ინდოეთში გადატანას – FT

ამერიკული კორპორაცია Apple გეგმავს, აშშ-ში გაყიდული iPhone-ების აწყობა 2026 წელს ინდოეთში გადაიტანოს. ამის შესახებ Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გაზეთის წყაროების ცნობით, Apple-ი გეგმავს, რომ ყოველწლიურად ამერიკულ ბაზარზე მიწოდებული 60 მილიონზე მეტი iPhone-ი ინდოეთში აწყობილი იყოს. ეს ნიშნავს მოცემულ ქვეყანაში წარმოების მოცულობის გაორმაგებას.
კომპანიამ წარმოების გადატანის დაჩქარება გადაწყვიტა აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის გამო, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაიწყო.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.