ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Apple-მა iPhone 16 წარადგინა - რა ეღირება ახალი iPhone და როდის დაიწყება გაყიდვები

Apple-მა iPhone 16 წარადგინა - რა ეღირება ახალი iPhone და როდის დაიწყება გაყიდვები

ყოველწლიურ ღონისძიებაზე კომპანია Apple-მა
iPhone 16 წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, iPhone-ის ახალ ხაზს ექნება ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქციები - Apple Intelligence.
iPhone-ის ახალ ხაზში ინტეგრირებულია ისეთი ფუნქციები, როგორიცაა წერის ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ ელექტრონული ფოსტისა და ტექსტური შეტყობინებების დასაწერად.
„Apple Intelligence-ი აღნიშნავს ახალი ეპოქის დასაწყისს Siri-სთვის“, - განაცხადა Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებში უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, კრეიგ ფედერიგიმ.
რაც შეეხება iPhone 16 Pro სერიას, ის 0.2 დუიმით უფრო დიდია, ვიდრე გასული წლის მოდელები - Pro 6.3 დუიმი, ხოლო Pro Max 6.9 დუიმი.
როგორც უცხოურ მედია წერს, iPhone 16-ის ფასი $799-დან დაიწყება, iPhone 16 Plus კი $899 ეღირება.
მომხმარებელს ახალი iPhone-ების შეკვეთა 20 სექტემბრიდან შეეძლებათ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.