არქივი23 აპრილი, 2024, 16:09
Apple-ის სმარტფონების გაყიდვები ჩინეთში 19%-ით შემცირდა
2024 წლის პირველ კვარტალში, ჩინეთში, Apple-ის სმარტფონების გაყიდვები 19%-ით დაეცა, რაც 2020 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
IDC-ის მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე, Apple-მა პირველ კვარტალში 50.1 მილიონი ერთეული სმარტფონის გაყიდვა შეძლო. გასული წლის იმავე პერიოდში კი ეს რიცხვი 55.4 მილიონ ერთეულს შეადგენდა.
ცნობისთვის, Apple-მა სმარტფონების ყველაზე მსხვილი მწარმოებლის სტატუსი დაკარგა, პირველ პოზიციაზე კი Samsung-მა გადაინაცვლა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.