არქივი6 მაისი, 2024, 10:55
Anonymous-ის განცხადებით, მათ ოთხი სამთავრობო ვებგვერდი გათიშეს
Anonymous-ის განცხადებით, მათ ოთხი სამთავრობო ვებგვერდი გათიშეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას X-ზე ავრცელებენ.
“განახლებები: Anonymous-მა გათიშა საქართველოს მთავრობის სხვა ოფიციალური ვებგვერდები:
ქართული ოცნების პარტია (41.ge);
საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სამსახური (sda.gov.ge);
საქართველოს რუკის დირექტორატი (maps.gov.ge);
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)
ხალხს არ უნდა ეშინოდეს თავისი ხელისუფლების, ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს თავისი ხალხის”, – წერს Anonymous-ი.
არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.