ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Amnesty International-ი 20 დემონსტრანტის გამამტყუნებელ განაჩენს განცხადებით ეხმიანება

Amnesty International-ი 20 დემონსტრანტის გამამტყუნებელ განაჩენს განცხადებით ეხმიანება

მოკლედ
· საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი განცხადებას ავრცელებს ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოში დემონსტრანტების შესახებ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენზე;
· მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენება განსხვავებული აზრის დასახშობად - ასე აფასებს ორგანიზაცია სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ჯგუფური ძალადობის საქმეში ბრალდებული 19 დემონსტრანტის და საბა სხვიტარიძის მიმართ, რომელიც თავს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლად მიიჩნევს;
· ბოლო ორ დღეში თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 დემონსტრანტს მიუსაჯა პატიმრობა.
„ანდრო ჭიჭინაძის, საბა სხვიტარიძის და სხვების სასამართლო პროცესები აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას მომიტინგეების დასასჯელად და განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად. საქართველოში მომიტინგეებმა განიცადეს ადამიანის უფლებების დარღვევა, რაც გამოიხატა წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობაში, თვითნებური დაკავებისა და უსამართლო სასამართლო პროცესებისას" - აღნიშნავს ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი.
ის თვლის რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ წარმოებული საქმეები ამავდროულად არის იმ ადამიანებისთვის სამართლობის მოლოდინის გაუქმების მცდელობა, რომლებიც საპროტესტო აქციებზე პოლიციის მხრიდან წამების ან სხვა სახის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ. ამგვარ ადამიანებს შორის ამნესტი ასახელებს საბა სხვიტარიძესაც, რომელიც პოლიციელების მხრიდან დაკავების შემდეგ წამებასა და ძალადობაზე საუბრობს.
„საქართველომ უნდა გააუქმოს ეს უსამართლო განაჩენები და გაათავისუფლოს ან უზრუნველყოს სამართლიანი ხელახალი სასამართლო პროცესი. ყველა, ვინც დაკავებულია მხოლოდ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებისთვის, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს" - წერია ორგანიზაციის 3 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.