Amnesty International-ი გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმაზე – მისი განცხადებების დამოუკიდებელი გამოძიება უნდა მოხდეს

Amnesty International-ი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზე საპატიმროში თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.
„ქართველი პოლიტიკოსის, ივანიშვილის ყოფილმა თანაშემწემ, გიორგი ბაჩიაშვილმა საკანში ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ განაცხადა. მას ადვოკატებთან წვდომის უფლება არ მიეცა, მათ შორის დაზიანებების მკურნალობის დროს. ახლა მისი განცხადებების დამოუკიდებელი გამოძიება უნდა მოხდეს“, – ნათქვამია Amnesty International-ის პრესსამსახურის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”