Amnesty International-ი: არჩევნები მკაცრი პოლიტიკური რეპრესიების ფონზე ტარდება

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების გამართვამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს იმ რეპრესიულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ქვეყანაში მიიღება.
ორგანიზაციის შეფასებით, „4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციის წარმომადგენელთა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკური რეპრესიების ფონზე ტარდება“.
„ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე თავდასხმის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება საარჩევნო კამპანიას ისეთ კონტექსტში ატარებს, რომელშიც გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებები ირღვევა“, – განაცხადა დენის კრივოშეევმა, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილემ.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს საპატიმროში მყოფ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე: „ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან, განსხვავებული აზრის გამოხატვა ფაქტობრივად კრიმინალიზებულია“.
ხვალ, 4 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება. იმის გამო, რომ ოპოზიციის ნაწილი არ ენდობა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არჩევნების ჩატარებას, უარს ამბობს მასში მონაწილეობაზე. მათ შორის არიან პარტიები: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ფედერალისტები“ და ა.შ.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ არჩევნებს მოიგებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ამდენივე მუნიციპალიტეტში მისი კანდიდატი იქნება მერი, საკრებულოებში კი უმრავლესობა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც