არქივი10 აპრილი, 2025, 11:21
Amazon-მა ჩინეთში და აზიის სხვა ქვეყნებში წარმოებული საქონლის შეკვეთების გაუქმება დაიწყო

ონლაინ ჰიპერმარკეტმა Amazon-მა აშშ-ში დაიწყო იმ საქონელზე შეკვეთების გაუქმება, რომელიც ჩინეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში იწარმოება. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
კერძოდ, გაუქმება შეეხო შეზლონგებს, სკუტერებს, კონდიციონერებს და რამდენიმე მომწოდებლის სხვა პროდუქტს. ეს მოხდა აშშ-ს ტარიფების „მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ“ შემოღების შემდეგ.
გამოცემის ინფორმაციით, ჩინური ელექტრონული ვაჭრობის კომპანიები Amazon-ზე აპირებენ მნიშვნელოვნად გაზარდონ ფასები ან სრულად შეაჩერონ გაყიდვები შეერთებულ შტატებში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.