ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Airbus-ის შეკვეთები სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით ხუთჯერაა გაზრდილი

Airbus-ის შეკვეთები სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით ხუთჯერაა გაზრდილი

ევროპულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა კორპორაცია Airbus-მა სექტემბერში 235 თვითმფრინავზე მიიღო შეკვეთა, რაც 5,1-ჯერ მეტია წინა თვეში მიღებულ შეკვეთებთან შედარებით.
მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში Airbus-მა მთლიანობაში 667 თვითმფრინავზე მიიღო შეკვეთა. ხოლო საბოლოო ჯამში, გაუქმების გათვალისწინებით, შეკვეთები იანვარ-სექტემბერში სულ 648 თვითმფრინავია.
სექტემბერში კომპანიისგან თვითმფრინავების მიწოდება, აგვისტოსთან შედარებით, 6.4%-ით 47 ერთეულიდან 50 ერთეულამდე გაიზარდა. კომპანიის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან 497 თვითმფრინავი იქნა მიწოდებული.
Airbus არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოსმოსური და თავდაცვის კომპანია. იგი შედგება Airbus SAS განყოფილებებისგან, რომელიც აწარმოებს სამგზავრო თვითმფრინავებს, ასევე Airbus Defence and Space-სგან და Airbus Helicopters-ისგან.
ავიანიუსი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.