არქივი30 ივლისი, 2024, 20:54
Air France-KLM პროგრამული გაუმართაობის გამო 10 მილიონი ევროს კომპენსაციის მიღებას ვარაუდობს
ჯგუფი Air France-KLM გეგმავს მიიღოს 10 მილიონი ევრო კომპენსაციის სახით გლობალური კომპიუტერის გაუმართაობის გამო, რომელიც 19 ივლისს დაფიქსირდა.
კონკრეტულად ვის მიმართ იქნება მოთხოვნები, ნიდერლანდების მედია არ საუბრობს.
თუმცა ცნობილია, რომ შეფერხების შედეგად KLM-მა გააუქმა 75 ფრენა შიფჰოლის აეროპორტში, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით.
Air France-KLM ამ დრომდე აფასებს ზარალს. კომპენსაციის ოდენობაში შედის დაკარგული მოგება, მოგზაურების ღამისთევა სასტუმროებში და ახალი ფრენის ღირებულება.
ავიანიუსი
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.