ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

AI პლატფორმებით სარგებლობის მთავარი მიზანს საქართველოში ინფორმაციის მოძიება წარმოადგენს - ACTR

AI პლატფორმებით სარგებლობის მთავარი მიზანს საქართველოში ინფორმაციის მოძიება წარმოადგენს - ACTR

„ეისითი კვლევამ“ (ACTR) 2025 წლის აპრილ-მაისში ჩაატარა ონლაინ გამოკითხვა „საქართველოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების“ შესახებ.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში სოციალური ქსელების მომხმარებლების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას (96%) სმენია, ზოგადად, ხელოვნური ინტელექტის შესახებ, ხოლო 81% სახელითაც იცნობს რომელიმე AI-პლატფორმას.
„რესპონდენტთა 76% კვირაში ორჯერ ან უფრო ხშირად იყენებს AI პლატფორმებს, რაც მიუთითებს მის ფართო და განმეორებად გამოყენებაზე.
სარგებლობის მთავარი მიზნები ცხადად ასახავს AI-ის ფუნქციურ როლს:
· ინფორმაციის მოძიება – 74%
· სწავლა და კვლევა – 52%
· ზოგადი რჩევები – 48%
· იდეების გენერირება – 43%
შეიძლება ითქვას, რომ AI არა მხოლოდ ტექნიკური მიზნებისთვის გამოიყენება, არამედ აქტიურად არის ინტეგრირებული საგანმანათლებლო და შემოქმედებით პროცესებში“, - ნათქვამია გამოკითხვის შედეგებში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.