ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში თბილისს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა ეწვია

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მიზნით თბილისს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, მასაცუგუ ასაკავა მეუღლესთან ერთად ესტუმრა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი რანგის სტუმარს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გუნცაძე დახვდა. ხანმოკლე შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და ბანკის წლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე.
„ADB-ის წლიური შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების გარდა, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდება.
აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას საქართველო 2 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.
წლიური შეხვედრების ფარგლებში, 70-მდე ღონისძიება გაიმართება, რომელთა ფარგლებშიც სხვადასხვა რანგის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იმსჯელონ ეკონომიკური განვითარების ტენდენციებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლზე ეკონომიკური განვითარების მიზნების მიღწევაში, მათ შორის, კლიმატის ცვლილების, სხვა გლობალური კრიზისული გამოწვევების როლზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…