არქივი27 ნოემბერი, 2024, 11:51
AB InBev, FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორი გახდა

AB InBev, FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორი გახდა
ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ AB InBev-მა გააფორმა პარტნიორობის ხელშეკრულება FIFA World Cup 2025-თან – ამის შესახებ საფეხბურთო ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
როგორც FIFA-ს ვებგვერდზეა ნათქვამი, ლუდის მწარმოებელი კომპანია 1986 წლიდან FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის პარტნიორია. ახალი შეთანხმება საშუალებას იძლევა გაფართოვდეს ურთიერთქმედების სფერო.
FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი აშშ-ში 2025 წელს დაიწყება. ტურნირი 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.