A.K. Group-ის აგენტები თაღლითობას აგრძელებენ – სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება და სამართალდამცველების უმოქმებოდა

“აი ფაქტი” ახალ ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ქართველი “სკამერები”, A.K. Group-ის აგენტები, თაღლითობას აგრძელებენ და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ფულს კვლავ იპარავენ.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, სადამსჯელო ღონისძიებებმა “სკამერები” ვერ შეაჩერა და თაღლითურ საქმიანობას მალევე მიუბრუნდნენ. ამას ადასტურებს გამოჟონილი შიდა ჩანაწერები, რომელიც OCCRP-ის პარტნიორმა, შვედური ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ჯგუფმა Qurium-მა მოიპოვა.
დოკუმენტების მიხედვით, ქართული ქოლ-ცენტრის 14 აგენტი მარტის ბოლოსაც აქტიურები იყვნენ Voice-over-IP (VoIP)-ის პლატფორმაზე და ზარებისთვის იყენებდნენ მის ერთ-ერთ პროგრამა Squaretalk-ს. ამ გზით, სულ მცირე, 184-ჯერ დარეკეს. VoIP ტექნოლოგიით, თაღლითებს შეუძლიათ დიდი რაოდენობის ზარების განხორციელება ისე, რომ არ ჩანდეს კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან რეკავენ. მტკიცებულება, რომელიც OCCRP-იმ და მისმა პარტნიორმა მოიპოვა, 25 მარტით თარიღდება. ეს ნიშნავს, რომ თაღლითებმა საქმიანობა მათი მხილებიდან რამდენიმე კვირაში უპრობლემოდ განაახლეს. ის, რომ A.K.Group-ის თაღლითები მსხვერპლებს Squaretalk-ით უკავშირდებოდნენ, სხვა მტკიცებულებებითაც დასტურდება. გამოჟონილ ინფორმაციაში ვიპოვეთ ამ სისტემაში შესასვლელად საჭირო მონაცემებიც. გარდა ამისა, A.K.Group-ის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში შეყვანილია 2023 წლის აგვისტოდან 2025 წლის მარტის პერიოდში Squaretalk-ისთვის გადახდილი თანხის ოდენობაც – მინიმუმ, 150 000 აშშ დოლარი. დოკუმენტებში ჩანს, რომ Squaretalk-ს იყენებს 14 აგენტი, მათ შორის, “Luke Wade”. ჟურნალისტებმა ჯერ კიდევ წინა გამოძიების ფარგლებში შეძლეს მისი იდენტიფიცირება და დაადგინეს, რომ ამ მეტსახელის უკან რეალური პირი ზვიად ურუშაძე დგას. ის A.K.Group-ის IT დეპარტამენტში მუშაობდა და მათ შორის, Squaretalk-ის ანგარიშების გამართვაზეც ზრუნავდა,- წერია გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში.
თაღლითური ქოლ-ცენტრის A.K ჯგუფის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ოსისიარპიმ” ქართველ გამომძიებელ ჟურნალისტებთან ერთად დაადგინა, როგორ მუშაობენ დღემდე ქოლ-ცენტრები.
საქმე აღიძრა თაღლითობისა და ფულის გათეთრების მუხლით; დააყადაღეს ხუთზე მეტი აგენტის და მათი “ბოსის”, აკაკი ქევხიშვილის უძრავ-მოძრავი ქონება. A.K. Group-ის თანამშრომლები თანდათანობით მიიმალნენ – ოფისი დატოვეს, სოციალური მედიის ანგარიშები გააუქმეს და წაშალეს ყველა პოსტი, რომელიც მათ მდიდრულ ცხოვრებას ასახავდა.
ჟურნალისტური გამოძიება ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა