ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება უნდა იყოს, სულ მცირე, 10 ათასი ლარი- ირაკლი კობახიძე

A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება უნდა იყოს, სულ მცირე, 10 ათასი ლარი- ირაკლი კობახიძე

პირობითად, თსუ-ში თუ არის 2-3 ათასი A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს, სულ მცირე, 10 ათასი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, ამის მიზანია, რომ სტიმული ჰქონდეს პროფესორს, იმუშაოს უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე და საკუთარი თავი ბოლომდე მიუძღვნას სწავლებას და, ასევე, კვლევას.
„პირობითად, თუ არის თსუ-ში 2-3 ათასი A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს, მინიმუმ, 10 ათასი, რათა სტიმული ჰქონდეს პროფესორს, იმუშაოს უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე და საკუთარი თავი ბოლომდე მიუძღვნას სწავლებას და, ასევე, კვლევას. ამას დაემატება საათობრივი პრინციპით დასაქმებული პედაგოგებიც, თუმცა მათ ექნებათ განსხვავებული დატვირთვა და სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებს ექნებათ განსხვავებული დატვირთვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.