ქეთი მოლაშვილი: ჰოდა ღმერთმა გაუმარჯოს კაცო, ჩემთვის ის კი არაა დასაზრახი, ადამიანმა სტვენა რომ იცის და ხანდახან რომ ერთობა, არამედ ის…

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
“საუზმე ტიფანისთან” ხომ გინახავთ,
ამ სამყაროში ყველაზე ლამაზი გოგო რომ თამაშობდა? ♡
ისიც ჰო გემახსოვრებათ, ოდრი რომ უსტვენს და ტაქსს ისე აჩერებს ♡
თითებით რომ უსტვენს ♡
აჰ, ისე ლამაზი იყო ჩემს ბავშვობაში ეგ კადრი,
მინდოდა სტვენა მესწავლა,
თითებით სტვენა,
მერე წავსულიყავი სტადიონზე და ჩვენი გუნდი რომ გაიმარჯვებდა, დაუსრულებლად მესტვინა..
თითებით ♡
(ჰო, მაშინ გიორგი გველესიანები არ თამაშობდნენ ეროვნულ ნაკრებში და ირანში უფრო დაცულია ქალთა უფლებები, ვიდრე ჩვენთანო არ იძახდნენ).
დავიწყე სწავლა ♡
ხელები მედორბლებოდა 🫠
ამსორი ბათ ზის ის თრუ 🙃
თითები მეკბინებოდა და მე სტვენა მაინც ვერ ვისწავლე 😀❤️
ჰოდა ღმერთმა გაუმარჯოს კაცო,
ჩემთვის ის კი არაა დასაზრახი,
ადამიანმა სტვენა რომ იცის და ხანდახან რომ ერთობა, არამედ ის,
იმდენად უტიფრები რომ არიან,
რომ იკადრეს და ამის ქმარი,
9 კლასის განათლებით, პრეზიდენტობას რომ დათანხმდა,
ეს კიდე პირველ ლედობას_
ეგაა დასაზრახი!
არა, სტვენა ჩემთვის საერთოდ არაა დასაზრახი,
პირიქით, ქალია, კარგ დროს ატარებდა
და ამის გამოჭენება, აი დაუსტვინა თითებითო,
მერე?
არც არაფერი..
ყველას ყველაფერი შეშვენის,
ისევე როორც ოდრის,
როცა უსტვენს და ტაქსს აჩერებს,
მაგრამ,
ჰო,
აჰ არის ერთი უზარმაზარი მაგრამ…
ამ სტვენის უკან,
ბიძინას დანიშნული
ქვეყნის პირველი ლედი რომ დგას,
რომლისგანაც არ გახსენდება არცერთი საქველმოქმედო საღამო;
არცერთი მხარდაჭერის პოსტი,
თუნდათ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დედების მხარდასაჭერად;
არ გახსენდება არცერთი მისი სიტყვით გამოსვლა,
გარდა მისი ცნობილი ბლუყუნი _ ინგლურ ენაზე გამოსვლის დროს,
როცა უძვირფასეს სიტყვებს ამბობდა თამარ მეფეზე, უძველეს ქვეყანაზე და უბრალოდ თავი მიგვჭრა:_
იბლუყუნა და ტექსტიც კი ვერ წაიკითხა!
ჰო, აი ეს არის დასაზრახი,
თავს ლაფს რომ გვასხავს ბაგრატიონის ქალი
თავისი და თავის ქმრის უტიფრობით!
ჰო,
სახლში უსტვინოს თავის ქმარს!
ქორწილშიც ვისაც უნდა იმას უსტვინოს!
უბრალოდ ჩვენ,
ქვეყანას შეგვეშვან რა!
დღემდე გაოგნებული ვარ,
როგორ იკადრა ყაველამ და 9 კლასის განათლების კაცი, პრეზიდენტობად დასთანხმდა..
უტიფრობის პიკია ჩემი აზრით
და რაც ქმარი, ის ცოლი!
9 კლასის განათლებით რომ არ ყოფილიყო,
არც აკადრებდა ქვეყანას ამას..
მაგრამ ეგ უნდა ბიძინას,
უცოდინრებით და უვიცებით გაძეძგოს პარტია, რომ მარტივად მართოს,
განა ასე არაა?!
ჰო,
ოღონდ სტვენაზე არაა საქმე,
უსტვინოს რამდენიც უნდა!
ერთი რამე საქმე მაინც დატოვის,
პირველი ლედის სტატუსის დროს რომ გააკეთა ხალხო,
ერთი გაკეთებული საქმით მაინც დაგვამახსოვრდეს..
პირველი ლედები მთებს დგამენ იმხელა სტატუსი აქვთ ჯერ მხოლოდ..
აჰ რააამდენი რამის გაკეთება შეუძლია,
ქვეყნის სახელის საზღვარგარეთ გატანა,
ქვეყნის შიგნით, სულ მცირე, დედების მხარში დგომა, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა, ბავშვთა უფლებები,
ეს კიდე დგას და უსტვენს!
კაია,
აბა რა,
ეგ უნდა სწორედაც რომ რუსეთს!
დაგვანახოს რომ ჰო, აი ეგენი არიან ბაგრატიონები,
ასეთი უტიფარი სამეფო შტო გყავდათ,
ასეთ უკადრებელს რომ კადრულობდნენ მისდღემშიო…
ჰოდა ძვირფასო ქართველო ხალხო,
გვარმა არ მოგვატყუოს,
დამპალმა რუსულმა იმპერიამ,
ჩვენი ქვეყანა რომ დაიპყრო და დამოუკიდებლობა რომ წაგვართვა,
ბაგრატიონები, ჩვენი სამეფო საგვარეულო, რუსეთში რომ წაასხა ცხვრებივით,
იქ მერე ადგა და ყველა მამაძაღლსა და ხასიათებით ‘ჯაყოებს’, ბაგრატიონის გვარი ჩამოურიგა, რომ ისე აღრეულიყო სამეფო გვარის ხალხი, ვეღარასოდეს გვეპოვა ვინ იყვნენ ჩვენი მეფეების შთამომავლები
და ესენი ჭეშმარიტად არ არიან სამეფო გვარის ხალხი..
ჰო, ჩვენი მეფეების შთამომავლები,
ნიკოლოზ ბარათაშვილის დარი ხალხი იყო,
დამპალი რუსეთის იმპერია ისე რომ სძულდათ, როგორც მე
და დატყვევებული სამშობლოს წუხილს,
ბრიტვასავით რომ გრძნობდნენ,
ქიზიყელი სოლომონ დოდაშვილები რომ ასწავლიდნენ თან ♡
ესენი არ არიან, არ!
გაუმარჯოს შინაგან თავისუფლებას,
ჰოლი რომ ხარ,
კიბეებს რომ ჩამოირბენ და თითებით დაუსტვენ,
ტაქსი რომ გამოიხმო და ეს ისე ლამაზია ♡
და ლამაზი იმიტომ ხარ,
რომ ხალხს უყვარხარ ♡
ხოლო როცა ხარ ქალი,
რომელიც თავს ბლუყუნითა და სტვენით თუ ამახსოვრებ,
რა გითხრა, რით გაგახარო?!
კიდევ ერთხელ და ბოლოსკენ,
სტვენა არაა დასაზრახი,
ნამდვილად არაა,
დასაზრახი ისაა, რასაც დამპალი რუსული იმპერია, მიზანმიმართულად უკეთებს ჩვენს ქვეყანას
და ეს ცხრაკლასდამთავრებული ოროსნებიც, მარიონეტებივით ყველაფერზე თანახმა არიან,
მეტად რომ დააკნინონ ჩვენი ქვეყანა..