ჩვენი მთავრობა ამაყობს იმით, რომ უნივერსიტეტების რეფორმა ჩაატარა „ბაზრის კვლევაზე“ დაყრდნობით.
რამდენი ფილოსოფოსი სჭირდება ჩვენს ქვეყანას? ან რამდენი თეორიული ფიზიკოსი? რომელი ბაზრის კვლევა დაადგენს ამას?
ამ სიყალბეზე დგას მთელი ეს რეფორმა და ამიტომ არაფერი კარგი ამისგან არ გამოვა.
საბოლოოდ, ყველაზე მეტად გაწვალდებიან სტუდენტები და უნივერსიტეტები, რომლებსაც არ ექნებათ სათანადო არჩევანი და არ დახვდებათ ადგილები იმ ფაკულტეტზე, რომელიც მათ სურთ.




