ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრის პერიოდისთვის მიიღოს, რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, უბრალოდ, ერთი კონკრეტული პარტია ემატება – იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება ამ საკითხის განსახილველად, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გახარიას პარტია არის “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” ოჯახის პარტნიორი.

მახაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” გახარიას პარტიის დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმებას არ ითხოვს.

“ჩვენი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ გახარიას პარტია არის “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” ოჯახის პარტნიორი, ყველაფერი დანარჩენი არის მხოლოდ და მხოლოდ სტრატეგია. საზოგადოებამაც ნახა, რომ წლიდან წლამდე იცვლებოდა სახელები, ნომრები და ა.შ., მაგრამ ერთიანი მთავარი მიზანი არ იცვლებოდა – ძალაუფლების ხელში ჩაგდება ნებისმიერ ფასად. ამ პარტიას პარლამენტში შემოსვლამდეც და შემოსვლის მერეც არ შეუცვლია თავისი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, არჩევნების მიმართ და ზოგადად, კონსტიტუციური წეს-წყობილების მიმართ. ეს არის ამოსავალი წერტილი.

ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრის პერიოდისთვის მიიღოს იმის გამო, რომ სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, უბრალოდ, ერთი კონკრეტული პარტია ემატება. იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ დასჭირდება დამატებით კიდევ დრო ამ საკითხის განსახილველად, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი სურვილია. საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, კონკრეტულად, რას, როდის და რანაირად იზამს,” – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაემატა, ხელმოწერილია და საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული

ლევან ჟორჟოლიანი – პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაიწყო – დღეს მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ორგანიზებით ტარდება