შენობის რეაბილიტაციის საბაბით, სწავლის პროცესი შეწყდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის პირველ საჯარო სკოლაშიც
მშობლები და ბავშვები სკოლის ეზოში არიან შეკრებილები და ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
„5 სოფელი ვართ ბოიკოტის რეჟიმში, არ დავემორჩილებით უსაფუძვლო დასკვნას, სკოლა არ ექვემდებარება დანგრევას“ — ამბობს ერთ-ერთი მშობელი „ფორმულასთან“ საუბრისას
შეგახსენებთ, შენობის ავარიულობის საბაბით, წელს 7 საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი არ დაიწყო