შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

შოთა დიღმელაშვილი Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი:
რა მარტივი ფაქტები უნდა ვიცოდეთ თბილისის ტრამპ ტაუერზე?
1. ტრამპი და აშშ აქ არაფერს აშენებს, აშენებენ ადგილობრივი დეველოპერები, რომლებიც ტრამპის ოჯახს სახელის ლიცენზირებაში იქით უხდიან ფულს.
2. მიწა, რომელზეც კომპლექსი აშენდენდება ამ დეველოპერებმა ივანიშვილის ფონდისგან შეიძინეს, რომელსაც wsj-ის ცნობით $85 მილიონი გადაუხადეს.
3. ტრამპის სახელის ლიცენზირების საფასური ცნობილი არაა, თუმცა ბოლო დროს ტიპური საწყისი ფასი დაახლოებით $5 მილიონია, რასაც შემოსავლიდან წილიც ემატება ხოლმე.
4. არქის თანადამფუძნებელი მენი ბენიში იძახის, რომ მთელი კომპლექსის სავარაუდო ინვესტიცია $2 მილიარდია და მოელის, რომ 1 კვ/მ $7-15 ათასად გაიყიდება.
5. მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა.
ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ დეველოპერებს ეს რისკიანი პროექტი დიდად არ ეხალისებათ და გარანტირებული მოგება მხოლოდ ივანიშვილმა და შედარებით მცირე მასშტაბით – ტრამპის ოჯახმა ნახეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია