თამარ ჩხეიძე: გია ბარამიძე, ცხადია პოლიტიკური პატიმარია, რომელიც ქოც-მმართველთათვის სრულიად მიუღებელია თავისი მრავალწლიანი ბრძოლით დემოკრეტიის და ქვეყნის ინტერესების დასაცავად რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ!

პოლიტიკოსი თამარ ჩხეიძე:
უკვე ძალიან ძნელია ქოცების მმართველობის რამე მორიგმა საშინელებამ გაგაოცოს, აღარც რომელიმე მედიაში გამოთქმული აზრისთვის პიროვნების დაპატიმრება უკვირს ვინმეს, მაგრამ მათ მიერ გია ბარამიძის სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაპატიმრება იმისთვის, რომ სადღაც,რომელიღაც ინტერვიუში რაღაც უცნაურობა თქვა და თანაც ისეთი, თავად ქოცების ნარატივს უფრო რომ გავს და არა თავად გიას, ცინიკური უკუღმართობაა! გია ბარამიძე, ცხადია პოლიტიკური პატიმარია, რომელიც ქოც- მმართველთათვის სრულიად მიუღებელია თავისი მრავალწლიანი ბრძოლით დემოკრეტიის და ქვეყნის ინტერესების დასაცავად რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ!
ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა იყოს განთავისუფლებული!
თავისუფლება გია ბარამიძეს!