„ნიუპოსტის“ დირექტორი ეკა შინდაგორიძე საქართველოს ისტორიის მეათე კლასის ახალ სახელმძღვანელოში პირველი რესპუბლიკის პერიოდისა და 1921 წლის რუსული ოკუპაციის არარსებობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წიგნის შინაარსს მკაცრად აკრიტიკებს.
მისი თქმით, სახელმძღვანელოში ისტორიული მოვლენები ობიექტურად არ არის ასახული და მოზარდებს დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან.
„ეს უკვე დანაშაულია… X კლასის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, სადაც 1921 წლის რუსული ოკუპაცია არ არსებობს… არცერთი სიტყვა…
სადაც უკიდურესად სამარცხვინოა ილიას პოლიტიკური მემკვიდრეობის არაფრისმთქმელი მონაკვეთი…
ნიკო ნიკოლაძე მინიმუმ ცალკე თავად უნდა ასწავლოთ თაობებს, მათ შორის რაფიელ ერისთავი და ბარბარე ჯორჯაძე… ესმა კუნჭულია რომ არა, საერთოდ არ იცოდა უმრავლესობამ და-ძმა ერისთავების უდიდესი ღვაწლი…
სახელმძღვანელო, სადაც სამარცხვინოდ, ზესუბიექტურ ფარგლებშია ეროვნული მოძრაობის აღწერილობა ზედ 1988 წლის ნოემბრის აქციით… რომ აღარაფერი ვთქვათ დისიდენტებისა და ეროვნული მოძრაობის ლიდერების მიმართ დამოკიდებულებაზე… როგორც იტყვიან, „ჩატეხეს“… ყოველგვარი ობიექტური ისტორიის გარეშე…
თქვენ ატყუებთ თაობებს და თქვენ, ისევე როგორც საბჭოთა ეპოქაში, ზუსტად ისე ამახინჯებთ იმას, რასაც ივანე ჯავახიშვილმა „ქართველი ერის ისტორია“ უწოდა!! და არა თქვენი ვნებების და მიხედვით ამორჩეული პერსონების ისტორიას… გნებავთ მეფეების და გნებავთ შემდგომი მოვლენების…
მეოცე საუკუნის ისტორია რუსული ოკუპაციის გარეშე… !!! აი, ამას ასწავლით მეათე კლასის სახელმძღვანელოში!!!“ – წერს ეკა შინდაგორიძე სოციალურ ქსელში.




