„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “

ახმეტაში ექიმი ნევროპათოლოგი, მაია კოხტაშვილი დააკავეს.
⭕ „ახმეტისთვის ძალიან სამარცხვინო ფაქტი მოხდა!
ახმეტა პატარა მუნიციპალიტეტია და ყველამ ყველა ვიცით. ასევე ყველამ ვიცით საოცარი ექიმი, პროფესიონალი, კეთილსინდისიერი, გულისხმიერი, უკეთილშობილესი და უსაყვარლესი მაია კოხტაშვილი, რომელიც დააკავეს“, – ასე ეხმაურებიან ახმეტის მაცხოვრებლები ექიმის დაკავებას.
⭕ „ოთხი ერთმანეთზე უკეთესი შვილი გაზარდა, უანგაროდ დაეხმარა ძალიან ბევრ პაციენტს, უამრავ ადამიანს სიცოცხლის სურვილი დაუბრუნა და დღეს, ქვეყნის სირცხვილია სადაცაა მაია ექიმი,“- წერს ახმეტელი ახალგაზრდა კახი გიგაური.
⭕ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რატომ ებრძვის რეჟიმი ისეთ ღირსეულ ოჯახებს, როგორიც მაია კოხტაშვილის ოჯახია და ამის მიუხედავად ზოგიერთი ადამიანი დუმს, – აღნიშნულია განცხადებაში.
⭕ „ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “
კახეთის ხმა / knews.ge ის ინფორმაციით, ექიმს მესამე პირზე რეცეპტის გაწერას ედავებიან. როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, „მივიდა ადამიანი ვინც უთხრა რომ დედამისი იყო ჩავარდნილი და აუცილებლად სჭირდებიდა წამალი, რადგან დედამისი ვერ მოდიოდა პირადად ტკივილების გამო. ექიმს შეეცოდა და გაუწერა“, – დაკავების მიზეზიც ეს გახდა.